სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს სომხეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა შეაფასა

© facebook.com/MargvelashviliПрезидент Грузии Георгий Маргвелашвили и президент Армении Серж Саргсян
Президент Грузии Георгий Маргвелашвили и президент Армении Серж Саргсян - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სომხეთის გაწევრიანება ევრაზიულ კავშირში და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უარყოფითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებზე“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. „ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის სომხეთსაც და საქართველოსაც საკმარისი პოტენციალი გააჩნია და ეს ურთიერთობები შეთანხმებების საფუძველზე აღებული ვალდებულებებით ხორციელდება“ — განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა პარასკევს, 30 ოქტომბერს. 

 სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მეუღლესთან ერთად პარასკევს, 30 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. 

 „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების სხვადასხვა საინტეგრაციო სტრუქტურებში გაწევრიანება ხელს არ უშლის და პირიქით, უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის ურთიერთსასარგებლო პროგრამების განხორციელებისათვის“, — განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. 

 „საქართველოსა და სომხეთს აკავშირებს საერთო ინტერესები და თანამშრომლობის დიდი პერსპექტივები. საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს.

 ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს კიდევ უფრო აძლიერებს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება — ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენს რეგიონში სავაჭრო უთიერთობების გასაღრმავებლად“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან სომეხ კოლეგას გაუზიარა შეშფოთება, რომელსაც იწვევს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. შეთანხმება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“  და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას რეგიონში.

 საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპების მიმართ და დაადასტურეს ერთგულება საზღვრის ურღვევობის, დავების მშვიდობიანი გზით მოგვარების, ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 „სომხეთის გაწევრიანება ევრაზიულ კავშირში და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უარყოფითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პირიქით, ეს დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ურთიერთობებზე. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ 2014 წელს ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა  გაიზარდა იგივე ტენდენციაა 2015 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვითაც“, — აღნიშნა სერჟ სარგსიანმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0