,,იორამის“ სინდრომი ნაც. პოლიტიკაში და კიევური ,,მაიდანი“ ოდესაში

© https://coub.com/tags/ხეკადრი ფილმიდან "ნატვრის ხე" - რევოლუცია მოდის!
კადრი ფილმიდან ნატვრის ხე - რევოლუცია მოდის! - Sputnik საქართველო
გამოწერა

  თამაზ ჩიქვანაია

 როგორც იცით, უკრაინულმა ვებ გვერდმა uareview.ub.ua-მ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გიგა ბოკერიასთან და ნიკა გვარამიასთან საუბრები გამოაქვეყნა.

კინო-ფილმ „ნატვრის ხის“ პერსონაჟი იორამი გამახსენდა: როგორი ენთუზიაზმითა და აღტყინებით ელის იგი რევოლუციის მოსვლას.

თურმე  ამ ერთი კვირის წინ კინაღამ „გადაგვატრიალეს“, ჩვენ კი ამ დროს სად ვარ და რას ვაკეთებ? ოდესის გუბერნატორის ფარულ ჩანაწერებს ვაქვეყნებთ, ვუსმენთ და ვერთობით. ეს კაცი რევოლუციომანიას ჰყავს შეპყრობილი, სიზმარ-ცხადში მაგით ცხოვრობს და იორამივით ყველგან ბარიკადები და სისხლისღვრა ელანდება. ახლახანს ოდესაში ქალაქის მერის არჩევნები წააგო მისმა კანდიდატმა ბოროვიკმა, თან პირველივე ტურში და სამარცხვინოდ, მაგრამ მიშა იხტიბარს არ იტეხს და ახლადარჩეულ მერს – გენადი ტრუხანოვს კატეგორიულად სთხოვს ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელად ჩემ კაცს თუ არ დანიშნავ, ოდესაში ისეთ მაიდანს მოგიწყობ, კიევი მოგონილი იქნებაო. პარალელურად კი თავის ხელის ბიჭებს აშკარა დაუმორჩილებლობისა და გადატრიალებისკენ მოუწოდებს. ეჭვი მაქვს, მაგის გაქანების ამბავი რომ ვიცი, სადმე პეკინში ან რიო დე-ჟანეიროშიც ხელმძღვანელობს არეულობებს, მოკლედ, იორამის გაქანებითა და პოტენციით XXI საუკუნის ჩე გევარაა.

 სააკაშვილის საკითხი გავარკვიეთ, „ვერ არისო“ ბევრი კი ამბობს, მაგრამ ეს ჩვენი ხელისუფლება „ხომ არის“, საინტერესოა, სად იყურება და რას აკეთებს? თუ მეხსიერება არ მღალატობს, ირაკლი ბათიაშვილი ტელეფონით ემზარ კვიციანის ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის დააპატიმრეს და ჩვენს თვალწინ, ქვეყნის ორი მოქალაქე (ბოკერია-გვარამია) ადასტურებს: ასეთი საუბრები ნამდვილად შედგაო. კი მაგრამ რევოლუციისა და სისხლისღვრისკენ მოწოდება დანაშაული არ არის?! ამ დალოცვილ სისხლის სამართლის კოდექსს მარტო ადეიშვილი კითხულობდა? და თუ „დიდმა ბიძიებმა“ მაგათი ხელშეუხებლობა მართლა გიბრძანეს,  პირად საქმეში საყვედური მაინც შეუტანეთ, ბოლოსდაბოლოს, გავიცინებთ მაინც!…

 

 

 

რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორის მოსაზრებას!


ყველა ახალი ამბავი
0