"ისის–თან" კავშირში ეჭვმიტანილი კარაულოვა სასამართლოზე სახეს მალავდა

გამოწერა

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარვარა კარაულოვა, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირშია ეჭვმიტანილი, სასამართლოში მის დაკავებაზე განაჩენის გამოტანისას თავს ქუდში მალავდა.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ვარვარა კარაულოვას, რომელმაც სახელი შეიცვალა და ალექსანდრა ივანოვა დაირქვა, "ისის–ის" რიგებში მოხვედრის მცდელობისათვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, შეატყობინეს "რია ნოვოსტის" სამართალდამცავი ორგანოებიდან. სასამართლოდან ან საგამოძიებო კომიტეტიდან საბუთების გადაცემისთანავე, როგორც უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის დეკანმა ვლადიმერ მირონოვმა განაცხადა, მისი გარიცხვა შესაძლებელი გახდება.

მანამდე, ოთხშაბათს მოსკოვის ლეფორტოვსკის სასამართლომ სტუდენტი 23 დეკემბრამდე დააკავა.

"მოსკოვის ლეფორტოვსკის სასამართლომ ალექსანდა ივანოვასთან მიმართებაში, რომელიც რუსეთის სიხლის სამართლის კოდექსის 30–ე (დანაშაულის დაგეგმვა და განხორციელება) და 205.5–ე (ტერორისტული აქტი) მუხლების ჩადენაშია ეჭვმიტანილი, 1 თვითა და 25 დღით მისი დაცვის ქვეშ აყვანის გადაწყვეტილება მიიღო", – განაცხადა სასამართლოს პრეს–მდივანმა იულია სკოტნიკოვამ.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია 3 დღის განმავლობაში.

მეორე კურსელმა გოგონამ, რომელიც არაბული ენისა და ისლამის შესწავლით იყო გატაცებული, მშობლებისგან საიდუმლოდ საზღვარგარეთის პასპორტი გააფორმა და 27 მაისს სტამბულში გაფრინდა. გარკვეული დროის შემდეგ ის და კიდევ 13 რუსი თურქეთი–სირიის საღვარზე დააკავეს და სამშობლოშ დააბრუნეს.

რუსული სპეცსამსახურების მონაცემებით, "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს ყოფილ სსრკ–ში შემავალი ქვეყნების დაახლოებით 4 ათასი წარმომადგენელი იბრძვის.

ყველა ახალი ამბავი
0