მინიატურული მგზავრი–რობოტი Kirobo Mini, რომელსაც საუბარი შეუძლია, კომპანიამ Toyota საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე Tokyo Motor Show 2015 წარმოადგინა, რომელიც ტარდებოდა ლოზუნგით "ტექნოლოგიები და ფანტაზია".
Kirobo Mini – 10 სანტიმეტრის სიმაღლისა და 7,7 სანტიმეტრის სიგანის მინირობოტი. მას ადამიანებთან ჟესტიკულაციისა და სიტყვების გამოყენებით საუბარი შეუძლია.
კომპანიის Toyota თანამშრომლის თქმით, რობოტის ზომები მის მფლობელებს საშუალებას აძლევს, თან იქონიონ ის ნებისმიერ დროს.
"ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი მომავალი, სადაც ადამიანი და რობოტი მხარდამხარ ერთად იცხოვრებენ, აი რატომ შევქმენით პატარა რობორი, რომლის თან ატრებაც ყველგან და ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი", – გაანცხადა მან.
Kirobo Mini–ს პროტოტიპი, რომლის სახელიც ორი იაპონური სიტყვისგან შედგება: kibo (იმედი) და robot (რობოტი), გახდა პირველი იაპონური რობოტი–ასტრონავტი Kirobo. მისი დანიშნულება იაპონელი ასტრონავტის, კოიჩი ვაკატას მარტოობის შემსუბუქება იყო. მასში ჩატვირთული პროგრამა ანდროიდს იაპონურ ენაზე საუბრისა და უწონადობის პირობებში სადგურის შენობაში ცურვით გადაადგილების საშუალებას აძლევდა.
ტოკიოს ავტოსალონი 1954 წლიდან ტარდება. რიგით 44–ე Tokyo Motor Show–ს თენა "ტექნოლოგიები და ფანტაზია" გახდა. 2015 წელს მასში 11 ქვეყნის 160 ფირმაზე მეტი მონაწილეობდა. გამოფენაზე 400–ზე მეტი ავტოტრანსპორტი იყო წარმოდგენილი. 28 ოქტომბრიდან ავტოსალონი სპეციალისტებისათვის და პრესისათვის გაიხსნა, ხოლო 30 რიცხვიდან კარი ყველა სტუმრისათვის ღია იქნება. ის 8 ნოემბრამდე განაგრძობს მუშაობას.