ზაზა ფაჩულიამ „მავერიქსისთვის“ პირველ ოფიციალურ თამაშში ორმაგი დუბლი შეასრულა

© photo: Sputnik / Alexey Filipov / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გავიდა და მოედანზე თითქმის 25 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ ანგარიშზე 10 ქულა და 10 მოხსნა (3 თავდასხმაში და 7 – დაცვაში) ჩაიწერა.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ „დალას მავერიქსში“ ამჟამინდელი სეზონის პირველი მატჩი „ფინიქსთან“ დაპირისპირებაში ორმაგი დუბლით აღნიშნა. მატჩი „მავერიქსის“ გამარჯვებით 111:95 დასრულდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გავიდა და მოედანზე თითქმის 25 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ ანგარიშზე 10 ქულა და 10 მოხსნა (3 თავდასხმაში და 7 – დაცვაში) ჩაიწერა. ამას გარდა, მის ანგარიშზეა 3 შედეგიანი გადაცემა და 2 – ჩაჭრა.

„გუნდში რვა მოთამაშემ შეასრულა ორმაგი დუბლი და ეს მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენი სავიზიტო ბარათი იქნება. ეს მაჩვენებელი მეტყველებს, რომ გუნდი ბრწყინვალედ არის დაბალანსებული“, – განაცხადა „მავერიქსის“ მწვრთნელმა რიკ კარლაილმა.

ზაზა ფაჩულია „დალას მავერიქსში“ „მილოუკი ბაქსიდან“ ამ ზაფხულს გადავიდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0