საფრანგეთმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

© facebook.com/GaribashviliOfficialსაფრანგეთმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
საფრანგეთმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთი 25–ე ქვეყანაა ევროკავშირის წევრ იმ 28 სახელმწიფოს შორის, რომლებმაც უკვე მოახდინეს შეთანხმების რატიფიკაცია.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, — იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. 

ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის ივლისში ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას. ამ ეტაპზე დოკუმენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრივ რატიფიკაციის პროცესს გადის. 

საფრანგეთი 25–ე ქვეყანაა ევროკავშირის  წევრ იმ 28 სახელმწიფოს  შორის, რომლებმაც უკვე მოახდინეს შეთანხმების რატიფიკაცია. ახლა ჯერი ბელგიაზე, საბერძნეთსა და იტალიაზეა. 

საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტი 2014 წლის 18 ივლისს, ევროპარლამენტმა კი 18 დეკემბერს დაამტკიცა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0