პესკოვი: მოსკოვი რუსეთის საზღვრებთან ნატოს გაძლიერების საფრთხეზე საუბრობდა

© photo: Sputnik / Оксана Джадан / გადასვლა მედიაბანკშინატოს სამხედრო წვრთნები
ნატოს სამხედრო წვრთნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს სარდლობა რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ძალების მორიგი გაფართოების საკითხებს განიხილავს და პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ოთხი ათასამდე სამხედრო მოსამსახურის განთავსებას გეგმავს. რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ ამგვარი ნაბიჯების გადადგმა არასუსრველია.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვმა წარსულში უკვე ისაუბრა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ნატოს სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის შესაძლო გაზრდით გამოწვეულ საფრთხეებსა და ამგვარი ნაბიჯის არასასურველობაზე, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. 

„ეს ჩვენს საზღვრებთან ნატოსა და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის მოახლოების სწორედ ის შემთხვევაა, [რომელზეც გაფრთხილებდით]. ეს არახალია, თუმცა ეს ის მოვლენაა, რომლის საფრთხეებსა და არასასურველობაზე, მისი შედეგების თვალსაზრისით, ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ“, — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს. 

ოთხშაბათს გაზეთმა Wall Street Journal–მა, დიპლომატიურ და სამხედრო წაყროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნატოს სარდლობა რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ძალების მორიგი გაფართოების საკითხებს განიხილავს და პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ოთხი ათასამდე სამხედრო მოსამსახურის განთავსებას გეგმავს. რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ ამგვარი ნაბიჯების გადადგმა არასუსრველია. 

ნატოს ერთ–ერთი გეგ მის თანახმად, პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში თითო ბატალიონს განალაგებს, რომელთა შემადგენლობაში 800–1000 სამხედრო მოსამსახურემდე იქნება (თითოეულში). მეორე ვარიანტი მთელ რეგიონში ერთი ბატალიონის განთავსებას ითვალისწინებს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0