დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შესაძლო არეულობის შესახებ განაცხადა

© photo: Sputnik"ნაციონალური მოძრაობის" მიტინგი
ნაციონალური მოძრაობის მიტინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს-მ შაბათს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ხელისუფლების მიტაცების მიზნით შეთქმულების თაობაზე, რომელიც სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით მედიის ცნობებს ეყრდნობოდა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, არეულობის ორგანიზების გეგმას ამზადებენ, მიიჩნევს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნუქრი ქანთარია. 

შაბათს, საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ხელისუფლების მიტაცების მიზნით შეთქმულების თაობაზე, რომელიც სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით მედიის ცნობებს ეყრდნობოდა. იმავე დღეს დაკითხვაზე იქნა დაბარებული საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია.

„რა თქმა უნდა, მათ თავში გარკვეული გეგმა ყალიბდება, რამდენადაც იციან, რომ ლეგიტიმური გზით ხელისუფლებასთან მიახლოებასაც ვერ შეძლებენ… ალბათ, ისინი შეეცდებიან, მომხრეები იპოვონ სახელმწიფო სტრუქტურებში, ზოგი – კომპრომატებით, ზოგი – მოსყიდვით და 2016 წლისთვის 10–11 ათას ადამიანს მოაგროვებენ, რომ არეულობის იმიტაცია შექმნან. ეს მათ, პირდაპირ ვიტყვი, არ გამოუვათ“, – განაცხადა ქანთარიამ ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე.

მანამდე ზოგიერთმა უკრაინულმ გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია 22 ოქტომბერს სტამბოლის აეროპორტში ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა  და გიგა ბოკერიას შეხვედრის შესახებ, სადაც, თითქოსდა, უახლოეს დღეებში,  „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციის მსვლელობისას, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმები განიხილეს.

 


ყველა ახალი ამბავი
0