ბრიტანელი გენერალი საქართველოს პრემიერს შეხვდა

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები ღარიბაშვილმა საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთან გენერალ გარი ჯონსონთან განიხილა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კრიზისების მართვის ცენტრი ორ თვეში ამოქმედდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს.

ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები ღარიბაშვილმა საგარეო  უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთან გენერალ გარი ჯონსონთან (Garry Johnson) განიხილა.

 „ორ თვეში საქართველოში კრიზისების მართვის ცენტრი გაიხსნება, რომლის დაარსებისა და განვითარების პროცესში აქტიურად არის ჩართული ბრიტანელი გენერალი სერ გარი ჯონსონი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე თბილისში მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროებში, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. 


ყველა ახალი ამბავი
0