თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. „გაზპრომმა“ მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული კომპანიების რეიტინგში Platts Top 250 Global Energy Company Rankings 43–ე ადგილი დაიკავა. ეს მაშინ, როცა ერთი წლის წინ კომპანია მე–4 ადგილზე იყო. ენერგეტიკისა და ფინანსების ინსტიტუტის პრეზიდენტმა ვლადიმირ ფეიგინმა ამ მოვლენას მოსალოდნელი უწოდა, — იუწყება "სპუტნიკ უზბეკეთი".
გაზისა და ენერგორესურსების ბაზრის განვითრების ექსპერტის აზრით, რეიტინგის ვარდნაზე მხოლოდ ეკონომიკურმა კი არა, არამედ პოლიტიკურმა ფაქტორებმაც იმოქმედა, ვინაიდან ახლა „ევროპელ მომხმარებლებსა და „გაზპრომს“ შორის გარკვეული წინააღმდეგობა არსებობს.
„პირველი, ვითარება დღეს რუსულ კომპანიებს არ სწყალობს, მათი კაპიტალიზაცია ყველგან დაეცა. ეს იმას უკავშირდება, რომ ეკონომიკურ მიზეზთა გამო შესუსტდა საინვესტიციო აქტიურობა. ეს პოლიტიკურ მოვლენებთანაცაა კავშირში და ამიტომ ამაში არაფერია გასაკვირი“, — თქვა ენერგეტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტმა.