თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან დაპირისპირებას არ ეძებს, განაცხადა კიევში გამართულ ბრიფინგზე ნატოს სტრატეგიული მართვის შტაბის უფროსის მოადგილემ დაგეგმვის საკითხებში ეჟი ბიჟევსკიმ.
„ნატო რუსეთთან დაპირისპირებას არ ცდილობს“, – განაცხადა ბიჟევსკიმ კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სამხედრო ინსტიტუტის სტუდენტებთან გამოსვლის შემდეგ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ალიანსის სტრატეგიული რეაგირების ძალების „მაღალი საბრძოლო მზადყოფნის სტადიაში იმყოფებიან… მათ ნატოს ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში ოპერატიული მოქმედება შეუძლიათ“.