თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პარტია „ქრიასტიანულ–დემოკრატიული კავშირისა“ და მისი ბავარიელი მოკავშირის, პარტია „ქრისტიანულ–სოციალური კავშირის“ რეიტინგი რეკორდულ დონემდე დაეცა იმ პოლიტიკის გამო, რომელიც მიგრანტების მიმართ ტარდება, — იუწყება სააგენტო "როიტერი", რომელიც საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის, „ფორსას“ ინფორმაციას ეყრდნობა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, გერმანიის „ქრისტიან–დემოკრატიული კავშირისა“ და მისი ბავარიელი მოკავშირის, პარტია „ქრისტიანულ–სოციალური კავშირის“ რეიტინგი 36%–მდე დაეცა.
თავად კანცლერ მერკელის რეიტინგი ასევე განუხრელად მიცოცავს ქვემოთ: მის პოლიტიკას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 46% უჭერს მხარს. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 16%–ია მომხრე იმისა, რომ კანცლერის პორტფელი ახლანდელმა ვიცე–კანცლერმა, ზიგმარ გაბრიელმა გადაიბაროს.
მოქალქეთა შორის კანცლერის პოპულარობის დაცემის ძირითად მიზეზად ლტოლვილებთან დაკავშირებული ვითარება იქცა.