თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის იურისტებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით მიმართეს, არაკონსტიტუციურად ცნონ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმა, – იუწყება ქართული მედია.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"–თან დაკავშირებულმა სასამართლომ დიდი რეზონანსი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც "რუსთავი 2"–ის ქონებისა და მფლობელების წილების დაყადაღებას ითვალისწინებს, არხის ხელმძღვანელობა პოლიტიკურ დაკვეთად და სიტყვის თავისუფლების დარღვევად მიიჩნევს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის ადვოკატები აცხადებენ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269–ე მუხლი (გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულება) ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42–მუხლის Ι და ΙΙΙ ნაწილებს (თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით; დაცვის უფლება გარანტირებულია).
ამას გარდა, 268–ე მუხლის Ι ნაწილი (დაუყოვნებლივ აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილებები) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლს (საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია).