თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. იუნიორთა შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ შეხვედრებში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ფინალში ქართველი ძიუდოისტები იაპონელ თანატოლებთან დამარცხდნენ ანგარიშით 0:5.
ტატამზე პირველები თორნიკე ნაგლიაშვილი (-66 кг) და მასაი ასარი გავიდნენ. ეს უკანასკნელი უკვე იყო აბუ–დაბიში ინდივიდუალურ შეჯიბრში მსოფლიო ჩემპიონი. შეხვედრა სამ წუთში დამთავრდა, ასარიმ იპონით გაიმარჯვა.
შემდეგები იყვნენ ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიო პირველობის ვერცხლის პრიზიორი თამაზ კირაკოზაშვილი (-73 кг) და იუჯი იამამოტო. შეხვედრა ილეთების გარეშე წარიმართა და იაპონელმა მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვა, რომ მის მოწინააღმდეგეს დიდი რაოდენობით გაფრთხილებები ჰქონდა მიღებული.
ლევან გუგავა სოტარო ფუჯივარამ დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალიც დაიმსახურა.
მას შემდეგ, რაც ფინალის ბედი გადაწყდა, ქართველმა მწვრთნელებმა დარჩენილ ორ შეხვედრაში შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება იმ ძიუდოისტებს მისცეს, რომლებსაც ინდივიდუალურ შეჯიბრში მონაწილეობა არ ჰქონდათ მიღებული.
ტატამზე 90 კგ–მდე წონით კატეგორიაში გიორგი გველესიანი შოიჩირო მუკაისთან შეხვედრაზე დამარცხდა, ხოლო გიორგი ლაზუაშვილმა (+90 кг) ტანაკა ჯენტასთან ორთაბრძოლაში დათმო.
ამგვარად, საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აბუ–დაბიში იმართება, 5 მედალი მოიპოვა: ოთხი ინდივიდუალურ შეჯიბრში და ერთიც გუნდურ პირველობაში.
• ბექა ღვინიაშვილი (-90 кг) — ოქრო;
• თამაზ კვირიკაშვილი (-73 кг) — ვერცხლი;
• მარიამ ჯანაშვილი (-52 кг) — ვერცხლი;
• ირაკლი კუპატაძე (-55 кг) — ბრინჯაო.