თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით ათამდე ტერორისტული დაჯგუფება რუსეთის, უკრაინის, საქართველოს და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეებისგან შედგება.
„არსებობს დაახლოებით ათი ბანდიტური დაჯგუფება, რომელშიც რუსეთის, უკრაინის, საქართველოსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მოქალაქეები შედიან“, — თქვა ბორტნიკოვმა.