თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ ქვეყანას ათასობით ტერორისტი ტოვებს, ხოლო ლტოლვილები უკან ბრუნდებიან, — ამბობს სირიაში ვიზიტით ნამყოფი რუსული საპარლამენტო დელეგაციის წევრი დმიტრი საბლინი.
რუსეთის საპარლამენტო დელეგაციამ, რომელიც დამასკოში პარასკევს ჩავიდა, შეხვედრები გამართა სასულიერო ლიდერებსა და მინისტრებთან. მათ ორმხრივი ურთიერთობები და ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის საკითხები განიხილეს.
„ბაშარ ასადთან შეხვედრაზე ბევრ თემაზე ვიმსჯელეთ, მათ შორის, რუსეთის სამხადრო–კოსმოსური ძალების ეფექტურ გამოყენებაზე, რომელთა მოქმედებასაც მან ძალზე მაღალი შეფასება მისცა. მისი თქმით, დღეს ქვეყანას ათასობით ტერორისტი ტოვებს, ხოლო ლტოლვილებმა უკან დაბრუნება დაიწყეს“, — განაცხადა რუსმა დეპუტატმა გაზეთ „იზვესტიასთან“.
საბლინმა გაზეთს უამბო, რომ მანამდე სირიაში მაისში იმყოფებოდა. მისი თქმით, ახლა ქვეყანაში მოსახლეობის განწყობა სრულიად სხვანაირია: „მათ მომავალზე ლაპარაკი დაიწყეს, იმაზე, თუ როგორ აღადგენენ ქვეყანას“.
„ის, რომ დღეს ადამიანები დამასკოს ქუჩებში მშვიდად დადიან, რომ შადრევნები და რესტორნები მუშაობენ, ბევრზე მეტყველებს. რუსეთის ჩარევამდე იქ ცხოვრება საშიში იყო. როგორც სირიელები გვეუბნებოდნენ, წარმოსადგენედაც კი ძნელია, როგორი შიში და პანიკა იყო იქ გამეფებული“, — უთხრა სენატორმა „იზვესტიას“.