ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილიზაციისათვის მორიგი ინტერვენცია განახორციელა

© фото - public domainლარი
ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუქციონის გამართვის შემდეგ ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლართან 2,381 GEL/$1 შეადგინა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სამშაბათს, 27 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა. 

 ბოლო ერთი კვირის მანძილზე ლარის კურსი 2,3838 GEL/$1-დან 2,4067 GEL/$1- მდე შემცირდა. აუქციონის გამართვის შემდეგ ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლართან 2,381 GEL/$1 შეადგინა. 

 შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 28 ნოემბრისათვის 2,3836 GEL/$1 ნიშნულზე  დაადგინა. 

 წინა სავალუტო აუქციონი 22 სექტემბერს შედგა, როცა ლარის კურსი მიმდინარე წლის მინიმალურ ნიშნულზე 2,4499 GEL/$1 —ზე დაეცა. ეროვნული ბანკის მიერ 26,96 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ, ოფიციალური კურსი 2,4086 GEL/$1 ნიშნულზე დადგინდა. 


ყველა ახალი ამბავი
0