თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის სირიაში მოქმედებებს ბელორუსი მხარს უჭერს, განაცხადა ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი სიტყვებით, სირიაში რუსეთის მოქმედება საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება.
„აქ მთავარი სხვა რამაა, რამდენიმე ხნის უკან ერაყში, სირიაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში არსებული ტერორისტული ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლის კოალიცია შეიქმნა. და აქ, რამდენად პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, კოალიციაში რუსეთი მიწვეული არ ყოფილა. რუსეთი ხომ ერთ–ერთი მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეა. ტერორიზმი დღეს კაცობრიობისათვის დიდი საფრთხეა“, – განაცხადა მაკეიმ.
„ტერორისტების იდეოლოგიის საფუძველს სიძულვილი წარმოადგენს. ამიტომ, მკვეთრად უნდა დაისახოს პრიორიტეტები, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას და ტერორიზმთან ბრძოლა, ჩვენი აზრით, ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა. ამ ბრძოლაში კი რუსეთი, როგორც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშე, განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ სირიაში რუსეთის საომარ ქმედებებს, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენაა მიმართული და ეს ქმედებები საერთაშორისო ნორმებს აბსოლუტურად შეესაბამება“, – დასძინა ბელორუსიის საგარეო უწყების პირველმა პირმა.