თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ იუწყება, რომ იემენის ქალაქ საადის საავადმყოფოს გუშინ, ღამით შეუტიეს.
„გუშინ, ღამით რამდენიმე ავიადარტყმა მიიტანეს ჩვენს დაწესებულებაზე იემენის ქალაქ საადში. შენობაში იმყოფებოდნენ თანამშრომლები და პაციენტები“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ტვიტერზე“ ორგანიზაციის ოფიციალურ აკაუნტზეა განთავსებული. ინციდენტის შედეგად დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ განცახდებაში არაფერია ნათქვამი.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა მალაქ შაჰერმა (Malak Shaher) სააგენტო "ფრანს პრესთან" განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.
იემენში შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება. იქ ერთმანეთს, ერთი მხრივ, შიიტური მოძრაობა „ანსარ ალას“ მემაბოხე ჰუსიტები, ექს–პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰისადმი ლოიალურად განწყობილი არმიის ნაწილები, ხოლო მეორე მხრივ, გაძევებული პრეზიდენტის, აბდ რაბუ მანსურ ჰადის საჯარისო ნაწილები ებრძვიან. არაბული ქვეყნების კოალიცია, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, ჰადის უჭერს მხარს და 26 მარტიდან ახორციელებს ავიადარტყმებს იემენის იმ რაიონებზე, რომლებსაც ჰუსიტები აკონტროლებენ.