დავით ბაქრაძე სერბეთში შეხვედრებს გამართავს

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშიბელგრადი
ბელგრადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე ბელგრადში მხარეები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხს განიხილავენ. გარდა ამისა, სერბეთი, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ქართულ მხარეს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამშაბათს, 27 ოქტომბერს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სერბეთში გაემგზავრა, აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს-სამსახურის განცხადებაში. 

ბაქრაძე შეხვდება სერბეთის ევროპული ინტეგრაციის უპორტფელო მინისტრ იადრაკა იოკსიმოვიჩს (Jadranka Joksimovic), ევროკავშირთან სერბეთის მთავრობის მთავარ მომლაპარაკებელ ტანია მიშჩევიჩს (Tanja Miščević), სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს როკსანდა ნინჩიჩს (Roksanda Ninčić) და ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსანდრა ჯუროვიჩს (Aleksandra Djurovic).

შეხვედრაზე ბელგრადში მხარეები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხს განიხილავენ. გარდა ამისა, სერბეთი, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ქართულ მხარეს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ. ევროკავშირის ქვეყნებში დოკუმენტის რატიფიკაცია მიმდინარეობს.  


ყველა ახალი ამბავი
0