საქართველოს პრემიერმა თურქმენეთის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

© gov.geთურქმენეთი
თურქმენეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქმენეთმა დამოუკიდებლობა 1991 წლის 27 ოქტომბერს გამოაცხადა. ქვეყნის უზენაესმა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე გამოიტანა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა, — იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური. 

თურქმენეთმა დამოუკიდებლობა 1991 წლის 27 ოქტომბერს გამოაცხადა. ქვეყნის უზენაესმა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე გამოიტანა.

„სიხარულით აღვნიშნავ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულ ახლო ურთიერთობებს და გამოვთქვამ იმედს, რომ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შევძლებთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გადაყვანას თვისობრივად ახალ ეტაპზე“, — ნათქვამია მილოცვის წერილში.

საქართველოს პრემიერმა თურქმენ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. 


ყველა ახალი ამბავი
0