პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და დავით უსუფაშვილი
გიორგი მარგველაშვილი და დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთაგან ერთადერთია, რომელიც პრეზიდენტის შემოთავაზებულ დიალოგს დათანხმდა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახური.

საქართველოში ვითარება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის სასამრთლო პროცესთან დაკავშირებით დაიძაბა, ასევე მედიით გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც წამებისა და გაუპატიურების კადრებია აღბეჭდილი. როგორც პროკურატურა აცხადებს, ეს კადრები 2011 წელს არის გადაღებული და მასში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები ძალადობენ.

„პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს და დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრეს“, — აღნიშნულია გაანცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთაგან ერთადერთია, რომელიც პრეზიდენტის შემოთავაზებულ დიალოგს დათანხმდა.

სკანდალური ვიდეოჩანაწერების გავრცელებას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე თავდასხმა მოჰყვა, ასევე აქციები, სადაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის გაუქმებას მოითხოვდნენ. 

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, ის პოლიტიკურ პარტიებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.


ყველა ახალი ამბავი
0