საქართველოში უმუშევრობის დონემ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია

© facebook.com/GaribashviliOfficialქარხანა "დელტა"
ქარხანა დელტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასაქმებულ ადამიანთა შრომის ანაზღაურება 2012 წელთან შედარებით, 2014 წელს 14,8%–ით გაიზარდა და 818 ლარი (დაახლოებით 341 აშშ დოლარი) შეადგინა.

თბილისი, 27ოქტომბერი – Sputnik. 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2012 წელთან შედარებით 2,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში. 

2014 წელს უმუშევართა რაოდენობა 59 ათასი ადამიანით შემცირდა, ხოლო დასაქმებულთა რიცხვმა, 2012 წელთან შედარებით,  21,2 ათასი ადამიანი შეადგინა.

დასაქმებულ ადამიანთა შრომის ანაზღაურება 2012 წელთან შედარებით, 2014 წელს 14,8%–ით გაიზარდა და 818 ლარი (დაახლოებით 341 აშშ დოლარი) შეადგინა.

2014 წელს დასაქმებულთა რიცხვმა 1 მილიონ 745,2 ათასი ადამიანი შეადგინა, ხოლო უმუშევართა რაოდენობა 246 ათასი ადამიანით განისაზღვრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0