ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

© photo: Sputnik / Besik Pipiyaმესტია, სვანეთი
მესტია, სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5“-ის განხორციელების მიზნით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკი 2016-2019 წლებში დაახლოებით 75 მილიონ დოლარს გამოყოფს ზუგდიდში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობისათვის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისათვის მესტიაში. შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის, ორშაბათს, 26 ოქტომბერს მოეწერა ხელი, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

 დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა. 

 პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (MRDI) და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG). 

 დღესვე საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა საპროექტო ხელშეკრულებას. დოკუმენტს ხელი მოაწერს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარი. 

 საქართველოში 2011-2019 წლებში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წელს ხელი მოეწერა „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას (FFA) 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხზე. პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული).

 FFA-ის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს 4 პროექტი ჯამურად დაახლოებით 326 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.


ყველა ახალი ამბავი
0