თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა საჭადრაკო კლუბმა „ნონა“, რომლის შემადგებლობაში არიან: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მირანდა მიქაძე, ზედიზედ მეორედ ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, რომელიც მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარეობდა.
ქართველმა მოჭადრაკეებმა შვიდივე მატჩი მოიგეს და ქულათა მაქსიმალური რაოდენობა - 7 დააგროვეს. მეორე ადგილი მაკედონიურმა კლუბმა „გამბიტმა“ დაიკავა, რომელიც 2 ქულით ჩამორჩა, ხოლო მესამეზე რუსული კლუბი „იუგრა“ გავიდა რომელმაც 4 ქულა აიღო.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული მატჩების გათვალისწინებით, კლუბი „ნონა“ უკვე ზედიზედ მე-15-ე შეხვედრას იგებს.