საქართველოს პრემიერმა ავსტრიის კანცლერს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

© photo by Alexander Imedashvili, NEWSGEORGIAირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
26 ოქტომბერს ავსტრიელები ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ (National Day in Austria). დღესასწაული დაკავშირებულია საბჭოთა ჯარების ავსტრიის ტერიტორიიდან გაყვანასთან და 1955 წელს მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს ვერნერ ფაიმანს (Werner Faymann) ავსტრიის ეროვნულ დღესასწაული მიულოცა და  მის ქვეყანასა და ხალხს წარმატებები უსურვა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის  ორშაბათს, 26 ოქტომბერს გავრცელებულ შეტყობინებაში

26 ოქტომბერს ავსტრიელები ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ. დღესასწაული დაკავშირებულია საბჭოთა ჯარების ავსტრიის ტერიტორიიდან გაყვანასთან  და 1955 წელს მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან. 

„დღეს ავსტრიის რესპუბლიკა არის ევროპის გულში მდებარე სახელმწიფოს მაგალითი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს თავისი მოქალაქეებისთვის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, — ნათქვამია საქართველოს პრემიერის მისალოც წერილში. 

ბოლო წლებში ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაფართოვდა ისეთ სფეროში, როგორიცაა ეკონომიკა, ენერგეტიკა, თანამშრომლობა განვითარების სექტორი და კულტურა, — ნათქვამია წერილში. 

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, განსაკუთრებით იმ ახალი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომლებსაც გვთავაზობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე. 

 თქვენო აღმატებულებავ, ვსარგებლობ ამ განსაკუთრებული შემთხვევით, რათა ვუსურვო წარმატება თქვენს ქვეყანასა და ხალხს", — ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს გაეგზავნა.


ყველა ახალი ამბავი
0