„სიონი“ მარცხდება, „დილა“ კი საფეხბურთო ჩემპიონატში ლიდერობს

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialგორის "დილა"
გორის დილა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამგვარად, ცხრა ტურის შემდეგ „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ 22-22 ქულა აქვთ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით სატურნირო ცხრილში გორის გუნდი ლიდერობს. 19 ქულით ლიდერთა სამეულშია „სამტრედია“.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჩემპიონატის მეცხრე ტურში პირველობის ერთ-ერთი ლიდერი „სიონი“ დამარცხდა. ბოლნისის კლუბმა საქართველოს მოქმედ ჩეპიონთან – „დილასთან“ ანგარიშით 0:1 წააგო. გოლი ოთარ მარცვალაძემ გაიტანა, რომლისთვისაც ეს ამ ჩემპიონატში მეცხრე გოლია.

 „სამტრედიასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი მასპინძლების გამარჯვებით — 3:1 დასრულდა. პირველი ტაიმი ფრედ დამთავრდა. მატჩის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა. 71-ე წუთზე ზივზივაძემ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო ზუსტად შეასრულა, დავით ჯიქიას გოლმა კი საბოლოო ანგარიში დაადგინა.

თბილისის „დინამომ“ „ცხინვალი“ 2:1 დააარცხა. მატჩი „დინამო არენას“ სტადიონზე გაიმართა. პირველ ექვს წუთში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი ორივე გუნდმა უმცირესობაში დაასრულა. მინდვრიდან მსაჯმა „ცხინვალიდან“ ლევან კაკუბავა, ხოლო „დინამოდან“ — გიორგი გველესიანი გააძევა.

გამარჯვება თბილისელებს გია გეგუჩაძის გოლმა მოუტანა.

ამგვარად, ცხრა ტურის შემდეგ „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ 22-22 ქულა აქვთ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით სატურნირო ცხრილში გორის გუნდი ლიდერობს. 19 ქულით ლიდერთა სამეულშია „სამტრედია“.

სატურნირო ცხრილის ბოლოს „მერანი“ და „ზუგდიდია“. მათ, შესაბამისად, 3 და 2 ქულა დააგროვეს.


ყველა ახალი ამბავი
0