აზერბაიჯანი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უშვებს, თუმცა დეტალურ შეფასებას ითხოვს

© photo: Sputnik / Валерий Шустов / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანი მხოლოდ იმ კავშირებში გაერთიანდება, რომლებიც ქვეყანას სარგებელს მოუტანენ, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სევინჯ ჰასანოვამ. მან აღნიშნა, რომ ბაქომ კარგად უნდა აწონ–დაწონოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პლუსები და მინუსები.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანი უშვებს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას, მაგრამ მანამდე უნდა გააანალიზოს ამ გაერთიანების წევრობის ყველა პლუსი და მინუსი, — განაცხადა ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილემ სევინჯ ჰასანოვამ. 

„ჩვენ ვუშვებთ მხოლოდ იმ კავშირებსა და გაერთიანებებში გაწევრიანებას, რომლებიც აზერბაიჯანს სარგებელს მოუტანენ. ამისათვის საჭიროა, რომ კარგად გავააანალიზოთ ამგვარი ორგანიზაციების წევრობის ყველა პლუსი და მინუსი, უნდა ჩავატაროთ დეტალური შეფასება“, — განუცხადა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს. 


ყველა ახალი ამბავი
0