თბილისი, 26 окт – Sputnik. ავღანეთში მომხდარ მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა პაკისტანში 42 ადამიანს მიაღწია, იუწყება ტელეარხი Geo TV.
მანამდე მედია 20 გარდაცვლილის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.
ტელეკომპანიის მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 242–ს აღწევს, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია სიალკოტისა და მულტანის ქალაქებიდან ვრცელდება.
7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ავღანეთში ორშაბათს მოხდა. პირველი რყევები 14:09 სთ–ზე (ადგ. დროით 13:09სთ) დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ჟარმიდან სამხრეთ–დასავლეთით 45 კმ–ში, 212,5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა პაკისტანის, ინდოეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ეტრიტორიებზეც.