თბილისი, 26 ოქტომბერი ─ Sputnik. საქარტველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
საქართველომ რუსეთთან დოპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკების გამოცხადების შემდეგ გაწყვიტა. თბილისი ამ ტერიტორიებს ოკუპირებულად აღიარებს. რუსეთის ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს ორი ყოფილი ავტონომიის დამოუკიდებლად ცნობა არსებულ რეალიებს ასახავს და გადახედვას არ ექვემდებარება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ, ზოგადად ხელისუფლებამ შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში გამართულ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, „ურთიერთობები რუსეთთან ვერ დალაგდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე“.