რუსეთსა და უკრაინას შორის ავიაფრენები ოფიციალურად შეწყდა

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო აეროპორტი შერემეტევო
საერთაშორისო აეროპორტი შერემეტევო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმას, რომ შეზღუდვები ძალაში შევიდა, მოწმობს უკრაინის აეროპორტების ავიარეისების ონლაინ განრიგის მონაცემები, რომელშიც კვირა ან საერთოდ არაა აღნიშნული, ან რეისები რუსეთის ფედერაციაში გადადებულია.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. რუსულმა და უკრაინულმა ავიაკომპანიებმა შეაჩერეს პირდაპირი ფრენები ორ ქვეყანას შორის, მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ამ სფეროში სანქციები შემოიღეს.

 რამოდენიმე დღის წინ, რუსულმა დელეგაციამ მოლაპარაკებებზე უკრაინის ავია ხელმძღვანელობას შესთავაზა მოხსნან ყველა მოქმედი შეზღუდვა პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე და ტრანზიტზე რუსული და უკრაინული ავიაკომპანიებისათვის. უკრაინულმა მხარემ თავის მხრივ შესთავაზა ამ შეზღუდვების მოხსნის განხილვა მხოლოდ ტრანზიტიდან. 

 თავიდან უკრაინულმა ხელისუფლებამ სანქცია დააკისრა 25 რუსულ ავიაკომპანიას, რომელთაგან ორი იმ დროისათვის უკვე აღარ არსებობდა. 25 ოქტომბრიდან მათ უკრაინაში ფრენები აეკრძალათ. 

 რუსულმა მხარემ საპასუხო ზომები მიიღო და იმავე რიცხვიდან უკრაინულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები აუკრძალა. 

 იმას, რომ შეზღუდვები ძალაში შევიდა, მოწმობს უკრაინის აეროპორტების ავიარეისების ონლაინ განრიგის მონაცემები, რომელშიც კვირა ან საერთოდ არაა აღნიშნული, ან რეისები რუსეთის ფედერაციაში გადადებულია.


ყველა ახალი ამბავი
0