უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები ტარდება

© photo: Sputnik / Valery Shustov / გადასვლა მედიაბანკშიВид на Софийский собор
Вид на Софийский собор - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგულისხმება, რომ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები ორწლიანი ვადით აირჩევა. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ დეცენტრალიზაციის ნაწილში, 2017 წლის ოქტომბერში შესაძლოა ახალი არჩევნები ჩატარდეს და მასზე უკვე 5 წლით არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება ახალ უფლებამოსილებებს მიიღებს.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. კვირას, 25 ოქტომბერს დილის რვა საათზე უკრაინაში საარჩევნო უბნები გაიხსნა — იქ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს — იტყობინება РИА Новости Украина.

 ახალი წესების თანახმად, საოლქო, საქალაქო და რაიონული საბჭოები პროპორციული სისტემით აირჩევა ე.წ. გახსნილი სიით, ხოლო სასოფლო და დაბის საბჭოების დეპუტატთა არჩევნები — მაჟორიტარული სისტემით, ფარდობითი უმრავლესობით. არჩევნებში არ სეუძლიათ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პარტიათა ბლოკებს. პარტიების გამსვლელი ბარიერი 3%-დან 5%-მდეა. 

 საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 8:00 —ზე დაიწყება და 20:00-ზე დასრულდება. 

 იგულისხმება, რომ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები ორწლიანი ვადით აირჩევა.  იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ დეცენტრალიზაციის ნაწილში,  2017 წლის ოქტომბერში შესაძლოა ახალი არჩევნები ჩატარდეს და მასზე უკვე 5 წლით არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება ახალ უფლებამოსილებებს მიიღებს. 

ყველა ახალი ამბავი
0