თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

© courtesy of Radisson BLU hotelRadisson Blu Iveria
Radisson Blu Iveria - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლები: აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, საბერძნეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. „განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი 2015“ გაიხსნა სასტუმროში  Radisson Blu Iveria კვირას, 25 ოქტომბერს, იტყობინება საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.ge.

„განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი 2015“, განკუთვნილია მათთვის, ვინც ამერიკას ადა ევროპაში სწავლით, სტიპენდიებითა და სტაჟირებითაა დაინტერესებული.  გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ უნივერსიტეტებისა და საერთასორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე. 

 გამოფენაში მონაწილეობას იღებენ საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც უპასუხებენ  ამ ქვეყანაში სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებულ კითხვებს. 

 საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-ის წარმომადგენლებთან, შესაძლებელი იქნება მოკლე და გრძელვადიანი სტაჟირების პირობების გაცნობა იტალიაში, სლოვაკეთში, ბულგარეთში, ესტონეთში, პოლონეთში, თურქეთში, მოლდოვაში, რუსეთში, ეგვიპტესა და ჩინეთში. 

 ხოლო საგანმანათლებლო სააგენტო ELL-ის წარმომადგენლები, მსურველებს ინფორმაციას გააცნობენ ინგლისური ენის საერთო და პროფესიულ კურსებზე დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეციაში, შვეიცარიაში, იტალიაში. 

 გამოფენაში ასევე მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლები: აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, საბერძნეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. 

 საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა საქართველოში ყოველწლიურად გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0