თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა ქალაქ რუსთავში 5 კაციანი დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს, რომელთაც სამართალდამცავთა მინაცემებით, თანხის გამოძალვის მიზნით მძევლად აიყვანეს რუსეთის ორი მოქალაქე.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ფულის გამოძალვის მიზნით, დაგეგმეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქეს. რუსეთიდან საქართველოში ნათესავის ქორწილში სტუმრად ჩამოსული ბიზნესმენები უზეირ ს. და მახირ ა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს რამდენიმე დღის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ ჩაკეტილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას ითხოვდნენ“, ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთივე წევრი დააკავეს, მათ შორის სამი საქართველოს და ორი აზერბ აიჯანის მოქალაქე. პოლიციამ გამოსასყიდი თანხის ნაწილი — 5 700 ამერიკული დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.