საქართველოში ინვესტიციების დამატებითი წახალისების მექანიზმი შემუშავდა

© photo: SputnikТбилиси
Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ეს იქნება ინვესტიციების წახალისების მექანიზმები,მათ შორის ისეთ დარგებში, რომლებიც საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული. ეს შექმნის დამატებით სტიმულს მსხვილი ინვესტორებისთვის, რათა ისინი შემოვიდნენ ამ დარგებში“,-განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ნაკლებად განვითარებული დარგების ასაღორძინებლად, ხელისუფლება ინვესტორებისთვის დამატებითი წახალისების მექანიზმების შემუშავებას იწყებს, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. 

შესაბამისი პროექტის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 81%–ით გაიზარდა

პროექტი, რომელიც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ინვესტორებისთვის გარანტიების უზრუნველყოფის მექანიზმებს ითვალისწინებს, ეკონომიკურმა საბჭომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად შეიმუშავა. პროექტზე მუშაობა გრძელდება და მასში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

„ეს იქნება ინვესტიციების წახალისების მექანიზმები, მათ შორის ისეთ დარგებში, რომლებიც საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული. ეს შექმნის დამატებით სტიმულს მსხვილი ინვესტორებისთვის, რათა ისინი შემოვიდნენ ამ დარგებში, დააბანდონ კაპიტალი და შექმნან სამუშაო ადგილები. ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა პროექტი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დოკუმენტზე, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან, რათა მოვისმინოთ მათი პოზიციები და შეჯერებულ ვარიანტს გავაცნობთ საზოგადოებას,"- განაცხადა ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო ჯავახაძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0