ლიაშკომ განმარტა, რისი მიღწევა სურს „სატარიფო მაიდანს“ კიევში

გამოწერა

ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტიის მომხრეებმა ოთხშაბათს მიტინგი ჩაატარეს და კარვის ბანაკი დასცეს კიევში მინისტრთა კაბინეტის შენობასთან. ისინი აპროტესტებენ კომუნალური გადასახადების მაღალ ტარიფებს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ დაიწყო „კომუნალური მაიდანი“.

მიტინგის მონაწილეები მინისტრთა კაბინეტთან კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფების დაწევის მოთხოვნით მივიდნენ. უკრაინელ რადიკალთა ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ გასცა დაპირება, რომ აქცია არ შეწყდება მანამ, სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება.

„ჩვენი მოთხოვნა ერთმნიშვნელოვანია – ეს საცხოვრებელ ბინასა და კომუნალურ მომსახურებაზე გადასახადების რადიკალური შემცირებაა, რამდენადაც დღეს ეს დრაკონული, მძარცველური ტარიფები ხალხს ფცქვნის და ცხოვრების საშუალებას არ აძლევს“, – განაცხადა ლიაშკომ მიტინგზე.

აქტივისტებმა პლაკატები ხის დაფებზე გააკრეს. პარტიის ლიდერმა მოუწოდა ყველა მსურველს, შეუერთდნენ უვადო აქციას.

კიევი იძულებული გახდა გაეზარდა ტარიფები, რათა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან კრედიტირების პროგრამა მიეღო. ტარიფები შუქზე, გაზზე, გათბობასა და ცხელ წყალზე 1 აპრილიდან გაეზარდა უკრაინის მოსახლეობას. უკრაინის მინისტრთა კაბინეტსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსახლეობისთვის გაზის ფასი საშუალოდ 285%–ით იმატებს. ელექტროენერგიაზე ფასის მომატების გამო 1 მაისიდან გაიზარდა წყლის გადასახადიც – 4%–დან 100%–მდე. ამასთან დაკავშირებით უკრაინის მთავრობამ შეიმუშავა სუბსიდირების მექანიზმი.

1 სექტემბერს ელექტროენერგიის გადასახადი კვლავ გაიზარდა. მომდევნო ზრდა მოსალოდნელია 2016 წლის მარტისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0