რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაჯგუფი, რომელიც სირიაშია განტავსებული, განაგრძობს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების ობიექტებზე შეტევებს. იხილეთ ვიდეოზე, თუ როგორ მიფრინავენ ბომბდამშენი Су-24М საბრძოლო დავალებების შესასრულებლად და როგორ ბრუნდებიან უკან ავიაბაზა „ჰმეიმიმზე“.
ავიაჯგუფის ძირითადი დამრტყმელი ძალაა მოდერნიზებული საფრონტო ბომბდამშენი Су-24М, რომელსაც შეუძლია სარაკეტო დარტყმების განხორციელება დღე–ღამის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ამინდში. Су-24, რომელმაც პირველი გაფრენა 1970 წელს გაანხორციელა, იყო პირველი სამამულო საჰაერო ხომალდი ფრთის პოზიციის ცვალებადობით. ასეთი სისტემის წყალობით (ფრთას შეუძლია 4 სხვადასხვა პოზიციაში დაფიქსირდეს), ბომბდამშენს არაჩვეულებრივად შეეძლო მანევრირება ბგერის სისწრაფითა და ზებგერითი სისწრაფით მოძრაობისას. თვითმფრინავის მაქსიმალური სიჩქარე დიდ სიმაღლეზე – 1600 კმ/სთ.
მოდერნიზებული СУ-24М შეიარაღებიდან ატარებს „ჰაერი–ჰაერის“ კლასის მართვად რაკეტებს Р60М, და „ჰაერი–მიწის“ კლასის რაკეტებს Х-29Л და Х-25 МЛ, კორექტირებად ავიაბომბებს, თავისუფალი ვარდნის ბომბებს და ბლოკებს უმართავი რაკეტებით.
სირიაში განთავსებული საჰაერო–კოსმოსური ძალების დაჯგუფების შემადგენლობაში შედის 50–ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ამას გარდა, ოპერაციაში ჩართულია კოსმოსური დაზვერვის საშუალებები და უპილოტო საფრენი აპარატები.
სირიაში რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების ოპერაცია, რომლის მიზანიცაა სირიის სამთავრობო ძალებთან ერთად ტერორისტული დაჯგუფების ინფრასტრუქტურის განადგრება, 30 სექტემბერს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ავიადაჯგუფებამ 830–მდე დარტყმა განახორციელა ბოევიკთა პოზიციებზე. უპირველესად ნადგურდება სასარდლო პუნქტები, სასაწავლო ბანაკები, იარაღის საწყობები, კავშირის კვანძები და ასაფეთქებლების დამამზადებელი ქარხნები.