„ომონმა“ „ჰიზბ უთ–თაჰრირის“ წევრობაში ბრალდებული პირები დააკავა. ოპერაციის კადრები

გამოწერა

პოლიციამ მოსკოვის რეგიონში მსხვილი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ჰიზბ უთ–თაჰრირ ალ–ისლამის“ მსხვილი უჯრედის საქმიანობა აღკვეთა, იტყობინება უწყების პრესსამსახური. სპეცოპერაციისას განყოფილებებში დაახლოებით 100–მდე ადამიანი გადაიყვანეს.

სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები 24 მისაამრთზე ჩატარდა, სადაც ეჭვმიტანილები ცხოვრობდნენ. ამოღებულია საბანკო ბარათები, ექსტრემისტული შინაარსის მასალები და სხვა აკრძალული ლიტერატურა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური წყობის შეცვლასა და მსოფლიო ხალიფატის დამყარებას პროპაგანდირებდნენ. 

ჩატარებული ოპერაციის შედეგად მართლსაწინააღმდეგო მოღვაწეობაზე შესამოწმებლად შინაგან საქმეთა ორგანოებში 97 პირი გადაიყვანეს. დააკვებულია 20 ადამიანი, მათ შორის ექსტრემისტული დაჯგუფების სავარაუდო ლიდერები.

„ისლამური გათავისუფლების პარტია“ („ჰიზბ უთ–თაჰრირ ალ–ისლამის“) მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერორისტულადაა მიჩნეული. რუსეთში მისი საქმიანობა აკრძალულია. ეს ორგანიზაცია მანამდე აცხადებდა, რომ მზადაა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობისთვის, თუმცა ოფიციალურად არ მიერთებია მას.


ყველა ახალი ამბავი
0