არასამათავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანის“ ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ მოუწოდა რუსეთის უზენაეს სასამართლოს, გადახედოს „რუსეთში მცხოვრებ ქართველთა კავშირის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა ორგანიზაცია „რუსეთში მცხოვრებ ქართველთა კავშირს“ მას შემდეგ, რაც შემოწმების შედეგად უამრავი დარღვევა აღმოუჩინა. კერძოდ, გაცხადებული 36 რეგიონული ორგანიზაციის ნაცვლად რეალურად არსებობს მხოლო 34, თანაც მათი უმეტესობა — მხოლოდ ქაღალდზე.
„მე არ შემიძლია ეწვქვეშ დავაყენო რუსეთის უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია. ვფიქრობ, რომ რარაც დარღვევები იყო. ჩვენ გვსურს თხოვნიტ მივმართოთ რუსეთის ხელისუფლებას, უზენაეს სასამართლოს, რათა აღადგინონ „ქართველთა კავშირი“ და გონივრული ვადები მისცენ მათ შეცდომების აღმოსაფხვრელად“, — განაცხადა ჭოიძემ თბილისის „რის ნოვოსტის“ საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე.