„კრასნოგორსკელი მსროლელის“ მძღოლს მისგან გაქცევის შანსი ჰქონდა

© photo: Sputnik / Алексей Куденко / გადასვლა მედიაბანკშიშ. ელიზბარაშვილი
შ. ელიზბარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძებნილი ამირან გიორგაძის მძღოლი შოთა ელიზბარაშვილი ოთხი ადამიანის მკვლელობაში და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის საქმეზე დააკავეს. გამოძიების მონაცემებით, ეჭვმიტანილმა დამნაშავე მხოლოდ მესამე მკვლელობის შემდეგ მიატოვა.

თბილისი, 22ოქტომბერი – Sputnik. „კრასნოგორსკელი მსროლელის“ მძღოლს შოთა ელიზბარაშვილს თავისი ბოსისგან გაქცევის რამდენიმე შანსი ჰქონდა, მიიჩნევს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმირ მარკინი.

მანამდე სასამართლომ ოთხი ადამიანის მკვლელობასა და უკანონო იარაღის ბრუნვაში მონაწილეობის საქმეზე ელიზბარაშვილის დაკავების სანქცია გასცა. 

გამოძიების მონაცემებით, მძღოლმა ამირან გიორგაძე მხოლოდ მესამე მკვლელობის შემდეგ მიატოვა, რომელიც კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის ბორის რასკაზოვის სახლთან მოხდა. გიორგაძე მანქანიდან გადავიდა და ჩინოსნის მოლოდინში გზისპირას ჩამოჯდა. მასთან მამაკაცი მივიდა, რომელსაც ეგონა, რომ ადამიანი ცუდად არის და მას დახმარება შესთავაზა, რაზეც ბრალდებულმა გამვლელს რამდენჯერმე ესროლა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს: რუსეთიდან მოთხოვნა „კრასნოგორსკელი მსროლელის“ ძებნაზე არ ყოფილა

„გასაკვირია, რატომ არ გაიქცა ის მანამდე, ელიზბარაშვილს ხომ მინიმუმ რამდენიმე შანსი ჰქონდა, მიეტოვებინა თავისი უფროსი და დანაშაულის ადგილი და მაქსისმუმ, ეცადა, გიორგაძისთვის მკვლელობაში ხელი შეეშალა“, – განაცხადა მარკინმა. 

მანამდე ელიზბარაშვილმა განაცხადა, რომ იმ დღეს ამირან გიორგაძის საქციელს მასში ეჭვი არ გამოუწვევია. მისი თქმით, „ჩვეულებრივი დღე იყო“. ელიზბარაშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მძღოლს შეეშინდა და შეიარაღებუილ დამნაშავეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. 

რეზონანსური მკვლელობა პოდმოსკოვიეში, კრასნოგორსკში ორშაბათს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენმა ამირან გიორგაძემ პირდაპირ ადმინისტრაციის შენობაში კრასნოგორსკის ხელმძღვანელის მოადგილეს იური კარაულოვსა და ადგილობრივი ელექტროქსელების ხელმძღვანელს გიორგი კოტლიარენკოს ესროლა. სამართალდამცველებისგან მიმალვისას, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, გიორგაძემ ასევე მოკლა ადგილობრივი მცხოვრები და თავისი კომპანიონი ტრისტან ზაქაიძე. სავარაუდო მკვლელის ძებნა გრძელდება. 

ყველა ახალი ამბავი
0