თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. „ისლამური სახელმწიფოს“ გადამბირებლები ახალგაზრდობას კავშირის თანამედროვე საშუალებებით იწვევენ რეკრუტში. ესენია სოციალური ქსელები „ოდნოკლასნიკი“, „ვ კონტაკტე“ და არხი Zello, — იუწყება „სპუტნიკი“.
ოპერატიული მონაცემების თანახმად, „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში დღეისათვის ათასიდან ორი ათასამდე ტაჯიკია, თანაც ეს უმეტესწილად ახალგაზრდობაა, — აუწყა „სპუტნიკს“ ანონიმურმა წყარომ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურებიდან.
მისი თქმით, ზოგიერთები ე.წ ხალიფატის ტერიტორიაზე ოჯახებით მიემგზავრებიან ავღანეთისა და თურქეთის ტერიტორიების გავლით.
„გადაბირების ძირითადი ხერხი — ეს სოციალური ქსელებია. თუ ბოევიკები საამისოდ მანამდე „ტვიტერსა“ და „ფეისბუქს“ იყენებდნენ, ახლა ტაჯიკელების გადასაბირებლად „ოდნოკლასნიკებს“, „ვ კონტაკტეს“ აგრეთვე ლოკალურ ქსელებს, მაგალითად, „დიასპორას“ მიმართავენ“, — აცხადებს წყარო.
ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელმა თქვა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდისტული მანქანა აწყობილად, მძლავრად და თანაც ძალზე ჭკვიანურად მუშაობს.
„აიღეთ პირველი ვიდეორგოლი „ომონის“ ხელმძღვანელზე, რომელიც ინტერნეტში აიტვირთა: ისეთი შეგრძნება ჩნდება, რომ თითქოს ჰოლივუდშია გადაღებული. ამასთან, იყენებენ ნებისმიერ შესაძლებლობას, რათა ახალგაზრდებს მოტივაცია მოუძებნონ „წმიდა ისლამის მისაღებად და საკუთარი ჯიჰადის დასაწყებად“, — თქვა მან.
წყარომ „სპუტნიკს“ არასრულწლოვანის გადაბირების კონკრეტული ფაქტები გაუზიარა. „ახლახან ქალაქ ყურგან–თიუბეს მაცხოვრებელმა მოგვმართა, რომლის არასრულწლოვანმა შვილმაც "ისლამურ სახელმწიფოში“ გაქცევა სცადა“, — თქვა მან.
როგორც გაირკვა, ბიჭს თავისი უფროსი ძმის პასპორტი აუღია, მამის ნაცნობებისთვის ფული გამოურთმევია და თურქეთში გაფრენა უცდია. ფაქტზე გამოძიების პროცესში მოზარდმა თქვა, რომ მას სოციალურ ქსელ „ვ კონტაკტეს“ საშუალებით იბირებდნენ და გადამბირებლებს ის ფაქტიც კი მოუშველებიათ, რომ ბიჭის მამა ტაჯიკეთში კონსტიტუციური წყობის აღდგენაში მონაწილეობდა, რა დროსაც ის დაჭრილა, ხოლო შემდეგ კვლავ დაბრუნებულა საკუთარ მეურნობაში სამუშაოდ.
„შენ შური უნდა იძიო მამისთვის, მან სისხლი დაღვარა ხალხისთვის, ვიღაც კი ახლა „პორშეებითა“ და „ლენდკრუიზერებით“ დასეირნობს“, — წერდნენ მოზარდს.
გადამბირებლები სხვადასხვა ჰადისებსაციშველიებდნენ, რომლებსაც არასწორად განუმარტავდნენ რელიგიურ საკითხებში გაუცნობიერებელ მოზარდს იმისათვის, რომ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაქცევა გადაეწყვეტინებინათ.
„გადამბირებლები „კლიენტებთან“ საურთიერთოდ ულიმიტო ხმოვან კავშირებს იყენებენ —Skype–ს, Whatsapp–სა და Viber–ს. მაგრამ ტერორისტები ყველაზე ხშირად მაინც არხ Zello–ს მიმართავენ, რომელიც 3G–ზეც მუშაობს, EDGE–ზეც და უბრალოდ GPRS–ზეც. ეს არხი უფრო მეტადაა დაცული „უცხო თვალისგან“ და პროფესიონალ გადამბირებლებს ანკესზე წამოგებული ახალგაზრდების რეკრუტირების საშუალებას აძლევს, — აღნიშნა წყარომ.