თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა 16 ნოემბერს გაიმართება, — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ პარლამენტში გამოსვლისას.
ასოცირების საბჭო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ჩამოყალიბდა. საბჭოს პირველი სხდომა, რომელზეც რეფორმების ეფექტური რეალიზაციის მექანიზმები განიხილებოდა, 2014 წლის ნოემბერში შედგა.
„ბრიუსელში 16 ნოემბერს დაგეგმილია ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრა, სადაც ქართული დელეგაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით იქნება წარმოდგენილი. წლის ბოლომდე ყველა სხდომას ქართული მხარე უხელმძღვანელებს“, — განაცხადა გიგიაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2014 წლის ივლისში გამოაქვეყნა „ასოცირების დღის წესრიგი“ — დოკუმენტი, რომელიც აღწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში 2014–2016 წლებში ჩასატარებელი რეფორმების მიმართულებას.