საქართველოში პროკურორთა საბჭოს არჩევნების შედეგები ცნობილია

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პროკურატურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, პროკურორთა საბჭოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი იქნება. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შევლენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის თითო წარმომადგენელი.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში გამართულ პროკურორთა კონფერენციაზე პროკურორთა საბჭოს 8 წევრი იქნა არჩეული. პროკურორთა საბჭო, საერთო ჯამში, 15 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს.

ფარული კენჭისყრის შედეგად, პროკურორთა საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ პროკურორები – გიგა ძნელაძე, ნათია სონღუალშვილი, გოცა ფარულავა, ანა კალანდაზე, კონსტანტინე სირაძე, მამუკა ფიფია, ანზორ უსტიაძე და გიორგი გაბოძე.

აღნიშნულ კონფერენციაზე პროკურორთა საბჭოს შემადგენლობის შერჩევა შემდეგი პრინციპით ხდება: 3 წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან; 1 წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან; 3 წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან; 1 წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან.

„პროკურატურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, პროკურორთა საბჭოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი იქნება.

საბჭოს შემადგენლობაში ასევე შევლენ საქართველოს პარლამენტის ორი დეპუტატი, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა შეარჩევს.

ორ წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმ მოსამართლეებისგან შეარჩევს, რომელთაც მოსამართლის რანგში საქმიანობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვთ.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტი მთლიანი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით კიდევ ორ წევრს შეარჩევს.

 


ყველა ახალი ამბავი
0