თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საპორტო ქალაქ ფოთში საოჯახო–ფეკალური მასის ჩაღვრისთვის კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს, იუწყება ქართული მედია ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს.
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემის კაპიტანი 65 ათასი ლარით (დაახლოებით 28 ათასი აშშ დოლარი) დააჯარიმეს. გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის კაპიტანს ასევე დაეკისრა 4 ათას 290 ლარის (დაახლოებით 2 ათასი აშშ დოლარი) ოდენობის ფინანსური სანქციები.
სამართალდამრღვევი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს.