უცნობმა პირმა ფილიპინებზე ორი ჩინელი დიპლომატი მოკლა

© ria.ru Филиппинская полиция. Архивное фотоფილიპინელი პოლიციელი
ფილიპინელი პოლიციელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ თავდასხმასთან დაკავშირებით ჩინეთის ორი მოქალაქე — საკონსულოს თანამშრომელი ქალბატონის მეუღლე და საელჩოს თანამშრომელი კიდევ ერთი ქალბატონი დააკავა. დიპლომატიური წარმომადგენლობა სროლის ფაქტს ამოწმებს და ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ფილიპინების ქალაქ სებუს ერთ–ერთ რესტორანში უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ჩინეთის საკონსულოს თანამშრომლებს, რის შედეგადაც ორი მათგანი დაიღუპა, ხოლო ჩინეთის გენერალური კონსული დაიჭრა, — იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“ პოლიციაზე დაყრდნობით. 

„დაღუპულები არიან კონსულის მოადგილე და საკონსულოს თანამშრომელი, რომელიც ფინანსური საკითხებით იყო დაკავებული“, — აცნობა სააგენტოს პოლიციის წარმომადგენელმა ვილბენ მეიორმა (Wilben Mayor).

პოლიციამ თავდასხმასთან დაკავშირებით ჩინეთის ორი მოქალაქე — საკონსულოს თანამშრომელი ქალბატონის მეუღლე და საელჩოს თანამშრომელი კიდევ ერთი ქალბატონი დააკავა. დიპლომატიური წარმომადგენლობა სროლის ფაქტს ამოწმებს და ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. 


ყველა ახალი ამბავი
0