მოსამართლე ქარხნის დირექტორია თუ საწყობის გამგე, ინსპექტორმა რომ შეამოწმოს?!

© http://www.progamer.ru/z-zone/virtualnoe-pravosudie.htmმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებს მოსამართლეთა უმრავლესობა არ ეთანხმება

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სასამართლოს თავმჯდომარეზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებმა უნდა აიღონ და არა მოსამართლეებმა და  სასამართლოს თანამშრომლებმა, მიაჩნია სამართლის დოქტორ ვაჟა აბაკელიას.

 იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ შესწორებებს კანონში “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს პარლამენტი განიხილავს. შესწორებები მოსამართლეებს შორის საქმეების განაწილების ცვლილებებსა და ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს, რომელიც მოსამართლეთა მიმართ დისციპლინარულ წარმოებას განახორციელებს. შესწორებების მიღების შემთხევაში, მოსამართლეებს, კონკურსის შედეგების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებიდან შეარჩევენ და მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღარ დანიშნავს. ამასთან, მოსამართლეებს საქალაქო (რაიონული) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევა თავად შეეძლებათ.

 „კომუნისტებიც ირჩევდნენ მოსამართლეებს, მაგრამ როგორ ირჩევდნენ ხომ იცით? დაახლოებით ისე გამოვა ეს არჩევნებიც. მე მირჩევნია რომ ვიღაცას პასუხისმგებლობა ქონდეს ამ მოსამართლეებზე აღებული ვიდრე ის ასმა მოსამართლემ აირჩიოს. ამიტომ კარგი ფორმა იყო როცა მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავდა.“–აღნიშნა ვაჟა აბაკელიამ.

  რაც შეეხება ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებას, ვაჟა აბაკელიას თქმით, მოსამართლე არც ქარხნის დირექტორია და არც საწყობის გამგე, რომ ინსპექტორმა შეამოწმოს. მის საქმიანობას, გადაწყვეტილებას და განაჩენს ზედა ინსტანციის სასამართლო ამოწმებს. 

 „ამ ცვლილებებში დიდი პროგრესულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ“–აღნიშნა სამართლის დოქტორმა.

 საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, ცვლილებები უფრო მეტ დამოუკიდებლობას მიანიჭებს იმ სასამართლოების მოსამართლეებს, სადაც უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა.

 „ვიწყებთ დემოკრატიული პრინციპების გატარებას ქვემოდან, ანუ იმ კორპუსის მიერ, რომელმაც უნდა იმუშაოს იმ სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ქვეშ გარკვეული წლების განმავლობაში,“ — განაცხადა გვენეტაძემ.

 რაც შეეხება ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას, გვენეტაძის თქმით. სადისციპლინო კოლეგია, რომელიც არსებობს,  ფუნქციის გარეშეა. 

 საქართველოს სასამართლო სისტემაში ამ შესწორებების შეტანას არც მოსამართლეთა უმეტესობა იწონებს. მოსამართლეების მხრიდან გამოთქმული შენიშვნების ნაწილი გაიზიარა საქართველოს იუსტიიის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისი განცხადებით, მოსამართლეების მხრიდან  კატეგორიული წინააღმდეგობები იმას ეხება, რომ ორი მესამედით დისციპლინური დევნის შედეგად გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს, ღია კენჭისყრით, მათთვის მიუღებელია.

 „ეს წესი თავის დროზე მე გავაუქმე მართლმსაჯულების პირველი ტალღის დროს და დავეთანხმე მოსამართლეებს, რომ ის, რაც არის პირველი ტალღის შედეგად შემოტანილი პროგრესი, მე ამ პროგრესის გზაზე უკან არ დავიხევ და დავტოვებთ ორ მესამედ ფარულ კენჭისყრას, როგორც არის დღეს. აგრეთვე აღარ გავაუქმებთ სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების ინსტიტუტს, რადგან მოსამართლეები მართლები არიან, რომ სხვა ყველა ქვეყანაში სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე", — განაცხადა თეა წულუკიანმა.

 რაც შეეხება ინსპექტორთა და მენეჯმენტის დეპარტამენტს, თეა წულუკიანის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, იდეის ავტორ ნინო გვენეტაძესთან შეჯერდება. არ არის გამორიცხული, რომ საკითხზე ვენეციის კომისიამ იმსჯელოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0