თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობენ და ხელფასს იღებენ ადამიანები რომელნიც არავის თვალითაც არ უნახავს, განუცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებს სამშაბათს, 20 ოქტომბერს.
ლევან კობიაშვილმა სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნებში 3 ოქტომბერს გაიმარჯვა. ამ თანამდებობაზე კობიაშვილმა ზვიად სიჭინავა შეცვალა, რომელიც აგვისტოში გადადგა.
„ფედერაციაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელნიც მუშაობენ, იღებენ ხელფასს, მაგრამ არავინ არ იცის ვინ არის ეს ხალხი. ისინი საერთოდ არავის უნახავს ფედერაციაში და სამწუხაროს ასეთი კონტრაქტები ძალიან ბევრია“, — განუცხადა ჟურნალისტებს კობიაშვილმა.
პირველ რიგში შესაცვლელია სისტემა და სტრუქტურაა მოსაწესრიგებელი, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები, თქვა სფფ-ს პრეზიდენტმა.