თსუ-ს სტუდენტები რექტორის გადადგომას ითხოვენ

© photo: Sputnik / Ruhkyan / გადასვლა მედიაბანკშითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თსუ-ს კორპუსებში ინფრასტრუქტურული პრობლემები, ლექტორთა არაკვალიფიციურობა და ადმინისტრაციის მხრიდან სტუდენტთა მიმართ უყურადღებობა - ამ მიზეზებს ასახელებენ სტუდენტები თავიანთი მოთხოვნის საფუძვლად.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ საპროტესტო აქცია გამართა უნივერსიტეტის რექტორის  ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით. 

 თსუ-ს კორპუსებში ინფრასტრუქტურული პრობლემები, ლექტორთა არაკვალიფიციურობა და ადმინისტრაციის მხრიდან სტუდენტთა მიმართ უყურადღებობა — ამ მიზეზებს ასახელებენ სტუდენტები თავიანთი მოთხოვნის საფუძვლად.  

 სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური უნივერსიტეტის რეორგანიზაციას ითხოვს, რათა მოხდეს არსებული, მათ შორის ბიუროკრატიული პრობლემების გადაწყვეტა. 

 „უნივერსიტეტში რეალური პრობლემა უძრაობაა, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ ეს დიდი ბიუროკრატიული მანქანაა. რეალურად უნდა მოხდეს რებრენდინგი, რეორგანიზაცია, იმისთვის რომ უნივერსიტეტმა განვიტარება დაიწყოს“, — უთხრა საბაურმა ჟურნალისტებს. 

 სტუდენტებმა არა ერთხელ მოსთხოვეს რექტორს უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მოგვარება, მაგრამ აქციის მონაწილეთა თქმით, პაპავას მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა.

ყველა ახალი ამბავი
0