„საქართველოს ხმებს“ მოსკოვში ნოემბერში მოისმენენ

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ლეგენდარული შემსრულებლები, როგორებიც არიან: ზურაბ სოტკილავა, ია ნინიძე, თემურ თათარაშვილი და აგრეთვე რუსული ტელეპროექტის, „გოლოსის“ ახალგაზრდა ვარსკვლავები: გელა გურალია, გიორგი მელიქიშვილი, ეთერ ბერიაშვილი, ნოდარ რევია, თემურ და ელიზა ბოჯგუები, ირაკლი ინწკირველი.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. კონცერტი „საქართველოს ხმები“, რომელშიც ქართველი ოპერისა და ესტრადის ვარსკვლავებიც მიიღებენ  მონაწილეობას,  მაცხოვრის სახელობის საეკლესიო ტაძრების მოსკოვის დარბაზში 2015 წლის 6 ნოემბერს გაიმართება, —  იუწყება ღონისძიების ოფიციალური ფეისბუქგვერდი. 

„საეკლესიო ტაძრების დარბაზის თაღებქვეშ დიდებული ქართული სიმღერები, ქართული მუსიკა, ქართული გუნდური საგალობლები აჟღერდება. „საქართველოს ხმები“ — ეს უმშვენიერესი ქვეყნის ხმებია, რომლის მუსიკალური კულტურაც მთელ მსოფლიოშია აღიარებული“, — ნათქვამია განცხადებაში. 

კონცერტში, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ლეგენდარული შემსრულებლები, როგორებიც არიან: ზურაბ სოტკილავა, ია ნინიძე, თემურ თათარაშვილი და აგრეთვე რუსული ტელეპროექტის, „გოლოსის“ ახალგაზრდა ვარსკვლავები: გელა გურალია, გიორგი მელიქიშვილი, ეთერ ბერიაშვილი, ნოდარ რევია, თემურ და ელიზა ბოჯგუები, ირაკლი ინწკირველი. 

სცენაზე ასევე გამოვლენ ანსამბლი „ხალისი“ და წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის გუნდი. 

ამას გარდა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ რუსული ესტრადის პოპულარული არტისტები, რომელთა შემოქმედებაც მჭიდროდ უკავშირდება ქართულ მუსიკალურ კულტურას. 


ყველა ახალი ამბავი
0