ნინო ცხოიძე
უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს აინტერესებს, მონატრებულ სამშობლოში რომ დაბრუნდეს, რა უნდა აკეთოს და რითი დაეხმარება მას საქართველო. ამიტომაც, ხშირად მიწევს ამ თემაზე გადაცემის, სიუჟეტის, თუ სტატიის მომზადება. წლების განმავლობაში არა ერთხელ იქადაგა ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ. იგი მუდმივად მოუწოდეს ჩვენს ემიგრანტებს, დაბრუნდნენ სახლებში.
პატრიარქს მიაჩნია, რომ საქართველოდ წასულებისთვის გაურკვეველია უცხოეთში ცხოვრების და მუშობის პერსპექტივა. სამშობლოში მათ ამ თვალსაზრისით უკეთესი ვითარება მაინც ხვდებათ, საკუთრ სახლში და სამშობლოში თვის დამკვიდრება უფრო იოლი უნდა იყოსო.
ორი დღის წინ, საკვირაო ქადაგებაში მან ისიც აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხალხს სამუშაოს შოვნა არ უნდა უჭირდესო. ნამდვილად არ უნდა უჭირდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ჭირს. მუშობენ, ძირითდად, ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროსაც კარგად იყო მორგებული სიტუაცია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოთქმულმა გაოცებამ კი, ამდენი წელი რატომ არ ბრუნდებიან სამშბლოში ქართველებიო, საბერძნეთში სამუშაოდ გადახვეწილთა გულისწყრომაც კი გამოიწვია. სოციალურ ქსელში ამ თემის განხილვისას ხშირად წააწყდებით ფრაზებს: „ვის ვჭირდებით საქართველოში, ვინ დარდობს ჩვენზე“… და სხვა.
სამწუხაროდ, ინფორმაციის ნაკლებობა ნამდვილად განაპირობებს ამ გულისწყრომასა და საყვედურებს. ემიგრანტებმა ისიც კი არ იციან, ბრუნდებიან თუ არა ნამდვილად ჩვენი თანამემამულეები და რა დახმარებას იღებენ ისინი მთვრობისაგან.
ამის საილუსტრაციოდ, დიასპორული კვირეულის ფარგლებში, უცხოეთიდან ჩამოსული ჩვენი თანამემამულეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რამდენიმე ჟურნალსიტის თანხლებით, დიასპორის სახელმწიფო მინისტრი და ამისი აპარატის წევრები კახეთს ეწვივნენ.
თელავში შესვლისთანავე ერთ პატარა სასურსათო მაღაზიასთან შევჩერდით, ახლა „მინი მარკეტს“ რომ ეძახიან. მინსტრმა გელა დუმბაძემ გვითხრა, რომ ეს მაღაზია საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM დახმარებით გახსნა საბერძნეთიდან ჩამოსულმა ქალბატონმა და გვთხოვა, თუ რაიმე გვჭირდებოდა, ამ მაღაზიაში გვეყიდა. რა თქმა უნდა, მაშინვე შევედით და გავესაუბრეთ.
როგორც გავიგეთ, ქალბატონ ლია ჯიქურაშვილს ეს მაღაზია საბერძნეთიდან პირველად ჩამოსულს, ჯერ კიდევ 2010 წელს გაუხსნია. მაგრამ 10 თვეში დაუხურავს და უსახსრობამ რომ შეაწუხა ისევ საბერძნეთის გზას დასდგომია. ჩემს შეკითხვაზე, ხელახალი ხარჯით წავიდა თუ არა მიგრაციაში, მან მიპასუხა: „ არა, ამის ფული არ მქონდა და ამიტომ მეც ისე წავედი, უვიზოდ, როგორც სხვები მიდიან“. სამწუხაროდ, ამ ჯოჯოხეთურ გზას არა ერთი ქართველი დაადგა, რადგან რეალურად გაცნობიერებული არა აქვთ, რა ჯოჯოხეთური გზა ელოდებათ ამ შემთხვევაში.
2013 წელს წელს ქალბატონი ლია კვლავ დაბრუნდა სამშობლოში და უკვე იმ პროგრამის წყალობით, რომელიც მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით განახორციელა, მაღაზია ხელახლა გახსნა.
„თანხა 2000 ევრო, ანუ 5000 ლარამდე იყო. რომ გითხრათ, ეს შემოსავალი საბერძნეთში მიღებულს უტოლდებაო, რა თქმა უნდა, არ ვიქნები მართალი. მაგრამ საარსებო წყარო გაგვიჩნდა. ორი ქალიშვილი გათხოვილი მყავს, ერთი ვაჟიშვილი სახლში გვყავს. ამდენად, მაინც კმაყოფილი ვარ ჩემს ოჯახში ცხოვრებით და ქმარ-შვილთან, შვილიშვილებთან ახლოს ყოფნით“- გვითხრა მან.
ამის შემდეგ გზა განვარგძეთ და თელავის ცენტრში, ერთ საშუალო ზომის სილამაზის სალონთან შევჩერდით. მისი მფლობელი ეკა ბეყოშვილიც საბერძნეთიდან დაბრუნებული ემიგრანტი აღმოჩნდა. დიასპორის სახელმწიფო მინისტრმა და IOM-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ილიანა დერილოვამ ეკატერინე ბეყოშვილს გასაუბრებისას გარკვეული რჩევები მისცეს, თუ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მეტი შემოსავალი ჰქონდეს.
შემდეგ საოჯახო სასტუმროში „მარი“ გადავინაცვლეთ, რომლის დიასახლისმა მარინა ჯღუთაშვილმა გვითხრა, რომ 13 წლიანი ემიგრაციის შემდეგ ირლანდიიდან დაბრუნებულმა, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის განკუთვნილი პროგრამით ისარგებლა. მართალია, თანხა დიდი არ იყო, მაგრამ 3 000 ლარი საკუთარი სახლის გასარემონტებლად და რამდენიმე საწოლის შესაძენად მაინც გამოადგა.
14 ადგილიან „გესტ-ჰაუსში“, ძირითადად, მარტო მუშაობს და მხოლოდ ქმარ-შვილი ეხმარება. შარშან მეტი ჰყოლიათ დამსვენებლები. მაგრამ უკმაყოფილა მაინც არ არის, რადგან უფუნქციოდ ყოფნა არ უწევს და საკუთრ სახლში ყოფნითც კმაყოფილია.
„ირლანდიაში, დუბლინიდან შორს ვცხოვრობდი, სადაც ქართველს იშვიათად ნახავ. სხვა ჩემს ადგილას არ წამოვიდოდა, ისე მქონდა აწყობილი ცხოვრება. მაგრამ სამშობლოში მირჩევნია. მე აქაური ხეც მიყვარს. გთხოვთ, იზრუნეთ, რომ ქართველები არ წავიდნენ საზღვარგარეთ და ვინც წავიდა, დაბრუნდნენ, თორემ უამრავი ოჯახი დაინგრა“- უთხრა ქალატონმა მარინამ სახელმწიფო მინისტრს.
მოგვიანებით, თელავიდან ყვარელს ვეწვიეთ, სადაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტუმრებს, ნიდერლანდების სამეფოდან დაბრუნებულმა დიასპორული ინვესტიციების ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი სვანიძემ უმასპინძლა. გიორგი სვანიძე სამშობლოში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა და სიღნაღის რაიონში, პირველი ქართული ზეთისხილის პლანტაცია გააშენა.
ადრეც ბევრჯერ ყოფილა დელეგაციები სტუმრად სვანიძეების მამულში, მაგრამ ვინც პირველად ვიყავით, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით. ვეებერთელა ტერიტორიაზე და მამა-პაპისეულ კარ-მიდამოში, ყველაფერი გემოვნებით იყო გაკეთებული და სიძველის შენარჩუნებით. თავად ბატონი გიორგი გიდის ფუნქციასაც ასრულებდა და წინაპრების დანატოვარი მარანისა თუ, ღვინის ჩამოსხმის ტექნოლოგიაზე დიდი გულმოდგინებით გვესაუბრებოდა.
ეზოში იხარშებოდა არაყი, ხინკალი, იწვებოდა მწვადი, ცხვებოდა ხაჭაპურები. თათარაში სახელდახელოდ ამოვლებულ ჩურჩხელებს თოკზე ვკიდებდით. არც მრავალჟამიერი დაკლებია ეზოში გაშლის სუფრას და ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ თბილისობას კახეთის გულში ავღნიშნავდით.
ბოლოს კი, ყვარლის ცენტრში ჩავედით და დროის ბედუკუღმართობით სამშობლოს მოწყვეტილი ალიბეგლოს (საინგილო) ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს „ზეიმი მზის ჩასვლისას“ დავესწარით. როგორც იქ შევიტყვეთ, ბატონ გელა დუმბაძის პიესა ამ თეატრში 2003 წელს დადგმულა.
დაბრაზში უცხოეთიდან ჩამოსულ ემიგრანტებთან და დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, ბატონიშვილი ირაკლი და მისი მეუღლეც იყვნენ. სტუმარ-მასპინძლებმა ერთმანეთს თბილი მისალმება გაუცვალეს. ბატონმა გელამ თეატრის ერთ-ერთ ხელმძღვანელს კოტე ბარეხაშვილს სამინისტროს უწყებრივი მედალი და ვიდეო-აპარატი გადასცა. „ჩვენ გვყოფს საზღვარი, მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს, როცა შენ გულში საქართველოა“- სთქვა სამადლობელ სიტყვაში ბატონმა რეზო ბარეხაშვილმა.
თეატრის მსახიობებმა და ბატონმა რეზომ დიდი მადლობა გადაუხადეს ყვარლის თეატრში შეკრებილ სტუმრებს და აღნიშნეს, რომ მათ საქართველოში გასტროლებზე ჩამოსვლა ყოველთვის დიდ ბედნიერებას ანიჭებთ.
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი ოჯახურ დრამას ეხებოდა, იმ დღის საერთო განწყობა მაინც ვერ გააფუჭა. ავტობუსში მყოფმა ქართველებმა, ადგილობრივებმაც და ჩამოსულებმაც, ექსპრომტად, უამრავი ქართული სიმღერა გაიხსენეს და კახეთიდან თბილისამდე გზა ასე მხიარულად განვლეს.